კადიროვმა 16 წლის შვილი, პუტინის სახელობის "სპეცრაზმის უნივერსიტეტის" კურატორად დანიშნა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გუდერმესში ვლადიმერ პუტინის სახელობის რუსული სპეცდანიშნულების რაზმის უნივერსიტეტის კურატორად თავისი ვაჟი ადამი დანიშნა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.


„ჩემი ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას კარგად იცნობს და ვთვლი, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებს," წერს კადიროვი.


უმცროსმა კადიროვმა ჯილდოების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა, რომელსაც მოგვიანებით 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავდროულად, ადამ კადიროვი გახდა ჩეჩნეთის გმირი, მამის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორი.


რამზან კადიროვის ნათესავები და მეგობრები რეგულარულად იღებენ ჯილდოებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე და თანამდებობაზე.16 თებერვალს მის უფროს ქალიშვილს მიენიჭა ე.წ. "DPR"-ის ორდენი. რამდენიმე დღით ადრე, კადიროვის მეორე ქალიშვილი, 24 წლის ხადიჟატი დაინიშნა ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.